საავტომობილო გენერატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საავტომობილო გენერატორი – მოწყობილობა, რომელიც მანქანის ძრავის მუხლა ლილვის ბრუნვით მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად. გამოიყენება ავტომობილის ელექტრომოხმარების ნაწილების (ანთების სისტემა, შუქტექნიკა, საბორტო კომპიუტერი, დიაგნოსტიკის სისტემა, აკუმულატორი და სხვ.) მკვებავად.