საზაღანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზაღან-ი (ნოღ. Сазагъан) – ნოღაური ფოლკლორის მითოლოგიური პერსონაჟი – გველისმაგვარი ზეციური ურჩხული, განტოტვილრქებიანი ირმისებური თავით. იგი გაზაფხულზე ღრუბლებს შორის ჩნდება, ზაფხულში – წვიმის წინ. საზაღანის გამოჩენა ხანგრძლივ წვიმას მოასწავებს. თუ წვიმამდე კარგი დარი იდგა, შემდეგ კი უეცარი ქარი დაბერავდა, ხალხში ამბობდნენ: „საზაღანი თამაშობს“ (Сазагъан ойнайды). წვიმის შემდეგ საზაღანი გარკვეული დროით მიწაში ჩადიოდა, რათა კვლავ გამოჩენილიყო და დაგროვილი ენერგია დაეხარჯა. როგორც ვხედავთ, საზაღანს ჭექა-ქუხილის განმგებლის აშკარად გამოხატული ნიშნები გააჩნია. მსგავსი მითოლოგიური პერსონაჟი ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ თურქულენოვან ხალხებში არ გვხვდება.


ლიტერატურა

  • Керейтов Р. Х. Мифологические персонажи верований ногаицев // Советская этнография, 1980, № 2;
  • Текеева Л. К. Персонажи низшей мифологии в традиционном мировоззрении тюркоязычных народов Северного Кавказа // Вестник Пермского университета. Вып. 1(24), 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები