საკონსულო დაფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საკონსულო დაფა – წარმომდგენი სახელმწიფოს ემბლემა, რომელზეც გამოხატულია მისი გერბი და საკონსულო დაწესებულების დასახელება მოცემული სახელმწიფოს და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენაზე. საკონსულო დაფა შეიძლება დამაგრდეს იმ შენობაზე, რომელშიც განლაგებულია საკონსულო დაწესებულება, ასევე მისი მეთაურის რეზიდენციაზე. საკონსულოს უფლება, გამოფინოს საკონსულო დაფა, განმტკიცებულია სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობაში და საკონსულო კონვენციებში. კერძოდ ვენის კონვენციაში საკონსულო ურთიერთობების შესახებ 1963.