საკონსულო ოლქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საკონსულო ოლქი – ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორია, რომლის ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირი ასრულებს საკონსულო ფუნქციებს. საკონსულო ოლქი განისაზღვრება შეთანხმებით, წარმგზავნ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის. საკონსულო პატენტში ან სხვა დოკუმენტში მითითებულია საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნის შესახებ. საკონსულო ოლქის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.