სამთო მომზადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამთო მომზადება – ჯარების მომზადება მთებში საბრძოლო მოქმედებებისათვის.
სამთო მომზადების ძირითადი ამოცანაა პირადი შემადგენლობისთვის სამთო წინაღობების გადალახვის ტექნიკის და ბრძოლაში იარაღის გამოყენების, ხოლო შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის – მთაგორიან ადგილებში დღისით და ღამით მოქმედების ხერხების სწავლება.