სამუშაო დღის განაწესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამუშაო დღის განაწესი – სამუშაო დღის განმავლობაში მუშაობისა და დასვენების დროის განსაზღვრული სახის მონაცვლეობის მარეგულირებელი დადგენილი წესი (რეჟიმი). მისი დამუშავების მიზანია მომუშავის შრომისუნარიანობის უზრუნველყოფა, დასვენებისას შრომისუნარიანობის სრული აღდგენა. მუშაობისა და დასვენების რაციონალური მონაცვლეობა აუცილებელია როგორც ფიზიოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.