სამშენებლო კვანძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამშენებლო კვანძი – კვანძი, სადაც ხდება სამშენებლო კონსტრუქციების, ელემენტებისა და მისი შემადგენელი ნაწილების შეერთება. ზოგადად, შენობა-ნაგებობას აქვს უამრავი კვანძი, მაგ.: საძირკვლის შეერთება კოლონასთან, კოლონის – სანივნივე კონსტრუქციასთან, კოლონის – საკედლე პანელებთან, გადახურვის ფილის – რიგელთან, რიგელის – კოლონასთან, თავხის კოჭის – სანივნივო ფეხთან, კარნიზის, ცოკოლის, კეხის კვანძები და სხვა.