სამხედრო-გეოგრაფიული რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო-გეოგრაფიული რაიონი - დედამიწის გეოგრაფიულად განკერძოებული ნაწილი, რომელიც მოიცავს ცალკეულ კონტინენტს (კონტინენტის ნაწილს) მომიჯნავე აკვატორიის ზოლით, შიდა ზღვებით, ასევე საჰაერო-კოსმოსური სივრცით. სამხედრო-გეოგრაფიული რაიონის საზღვრები ძირითადად განისაზღვრება სამხედრო-გეოგრაფიული პირობებით. თითოეული რაიონისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური და შედარებით მდგრადი ფიზიკურ-გეოგრაფიული, სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და ეთნოგრაფიული ვითარება, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს შესაძლო საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე.