სამხედრო დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - 1918 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სახელმწიფო გერბის და მთავრობის შტანდარტის ოფიციალური აღწერილობის დამტკიცებასთან ერთად, დაამტკიცეს საქართველოს სამხედრო დროშის აღწერილობა, რომელშიც ვკითხულობთ:

„საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო დროშა შესდგება კვადრატული ფორმის თეთრი ალმისაგან, რომლის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს რესპუბლიკის ღერბი გვირგვინში; ალამს შემოვლებული აქვს შვინდისფერი არშია, გარშემორტყმულია ვერცხლის ზოლით; ალამს აქვს სამი შვინდისფერი კუწუბი, ვერცხლის ზოლ-შემოვლებული. დროშის ბუნი შვინდისფერია, მოოქროვილ-ლახვრიანი, რომელზედაც ცალმეტად ჩამოშვებულია ორი ოქროს ფოჩი“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო დროშის ესკიზის ავტორია ფრანგული წარმომავლობის მხატვარი იოსებ ადოლფის ძე შარლემანი (1880-1957), რომელიც საქართველოს სახელმწიფო გერბის ესკიზის ავტორიც არის.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, მიღებული 1921 წლის 21 თებერვალს, წგნ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), შემდგენელი ვ. გურგენიძე, სპეცრედაქტორი ვ. შარაშენიძე, თბ., 1990.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები