სანავიგაციო ხელსაწყოები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სანავიგაციო ხელსაწყოები – იმ ტექნიკური მოწყობილობების საერთო დასახელება, რომელთა დანიშნულებაა მოძრაობის ელემენტების გაზომვა, ხომალდის ან სხვა მოძრავი ობიექტის ადგილსამყოფელის განსაზღვრა, იარაღის გამოყენებისთვის საწყისი მონაცემების მიწოდება. ასევე – სანავიგაციო პარამეტრების გამომუშავება, ასახვა, რეგისტრაცია და გადაცემა სხვა სისტემებში და კომპლექსებში.
სანავიგაციო ხელსაწყოები შეიძლება იყოს ავტონომიური, არაავტონომიური, აქტიური, პასიური, მექანიკური, ინერციული, გიროსკოპული, მაგნიტური, ჰიდრავლიკური, რადიოტექნიკური, ჰიდროაკუსტიკური და ოპტიკურ-ელექტრონული. ავტომატიზაციის ხარისხის მიხედვით იყოფა ხელის, ნახევარავტომატურ და ავტომატურ სანავიგაციო ხელსაწყოებად. მას განეკუთვნება კომპასები, ექოლოტები, პელენგატორები, მიმღები ინდიკატორები და სხვა.