საფრენი აპარატის შემოყინვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფრენი აპარატის (ხომალდის) შემოყინვა – ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების ზემოქმედებით საფრენი აპარატის (ხომალდის) ზედაპირზე ყინულის წარმოქმნა.

თვითმფრინავის ზოგიერთი ნაწილის ზედაპირზე შემოყინვის ინტენსივობა შეიძლება აღწევდეს 30 მმ/წთმდე, ხომალდის – 6 მმ/წთ-მდე და მეტს. ამ დროს ყინულის სისქე შეიძლება იყოს შესაბამისად 100 მმ-მდე და 1000 მმ-მდე. შემოყინვა ცვლის საფრენი აპარატის აეროდინამიკას, ხომალდის მასის ცენტრის მდგომარეობას, საგრძნობლად ზრდის მათ მასას და შეიძლება ავარიის მიზეზი გახდეს.

საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილების შემოყინვის თავიდან ასაცილებლად შემოყინვის საწინააღმდეგო სისტემები გამოიყენება. საზღვაო საქმეში შემოყინვის თავიდან ასაცილებლად ტალღის მიმართ ხომალდის კურსს ცვლიან. წყალქვეშა ნავებისთვის კი მიღებულია პერიოდული ჩაყვინთვა, მოწყობილობების ადგილობრივი გათბობა და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები