საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიათლონის ეროვნული ფედერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიათლონის ეროვნული ფედერაცია − საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიათლონის ფედერაცია 2003 წელს გამოეყო საქართველოს ცხენოსნობისა და თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციას (შეიქმნა 1991 წელს, საერთაშორისო ფედერაციის წევრია 1992 წლიდან) და დაფუძნდა დამოუკიდებელი ორგანიზაციის სტატუსით. 2003 წელს გაწევრიანდა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციაში (UIPM).