საშრობი ღუმელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საშრობი ღუმელი – სითბური აპარატი, რომელშიც შრობა მიმდინარეობს ქვანახშირის, მაზუთის, აირის მაღალტემპერატურიანი წვის პროდუქტების უშუალო შეხებით გამოსაშრობ მასალასთან. საშრობი ღუმელი მუშაობის რეჟიმის მიხედვით არის უწყვეტი (დოლური, გვირაბული, კონვეიერული, შახტური, პნევმატიკური მდუღარე ფენით) და პერიოდული (ორმოსებრი, კარადის ტიპის, კამერული და სხვ.) მოქმედების, ხოლო სითბომატარებლის გამოყენების მიხედვით – ერთჯერადი და რეცირკულაციური.