საძმო საფლავები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საძმო საფლავები - ბრძოლაში დაღუპული, ჭრილობებისგან გარდაცვლილი ან სტიქიური უბედურებების დროს დაღუპული მებრძოლების (სამოქალაქო პირების) საერთო დასაფლავების ადგილი. ჩვეულებრივ, საძმო საფლავებს აქვს ნომერი და დაკრძალვის თარიღი. გაფორმების შემდეგ აქტებით გადასცემენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლებს. საძმო საფლავების ადგილმდებარეობა აღინიშნება ტოპოგრაფიულ რუკებზე, რომლებიც თან ერთვის აქტებს და ინახება არქივში.