სახანძრო მილდგარების ტიპები
სახანძრო მილდგარების ტიპები
1. ავტომატური მშრალი – მილდგარების სისტემა, რომელიც სავსეა შეკუმშული ჰაერით. სისტემას აქვს სარქველი, საიდანაც წყალი ავტომატურად გადადის სისტემის მილებში სახანძრო ონკანის გახსნისთანავე. ავტომატური მშრალი სახანძრო მილდგარების სისტემის წყალმომარაგება უნდა აკმაყოფილებდეს სისტემის მოთხოვნას;
2. ავტომატური წყლიანი – წყალმომარაგების მქონე წყლიანი სახანძრო მილდგარების სისტემა, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს სისტემის მოთხოვნის დაკმაყოფილებას;
3. ხელით მართვადი მშრალი – სახანძრო მილდგარების სისტემა, რომელსაც არ აქვს სისტემაზე მიერთებული მუდმივი წყალმომარაგება. ხელით მართვადი მშრალი სახანძრო მილდგარების სისტემების წყლით მომარაგება ხდება სახანძრო ავტომობილების საშუალებით, საიდანაც წყალი გადადის სისტემაში სახანძრო მილსადენების გავლით.