სოიის ყავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოიის ყავა
სოიის მარცვლები;
წყალი;
შაქარი გემოვნებით.
სოიის წვრილი მარცვლები ვხარშოთ წყალში 10 წუთის განმავლობაში. გაცივების შემდეგ წყალი გადავღვაროთ. მარცვლები კიდევ ერთხელ გავრეცხოთ, გამოვაშროთ აირღუმელში და მოვხალოთ როგორც ყავის მარცვლები. იმისათვის, რომ ყავის საფქვავი არ გაფუჭდეს, უმჯობესია სოიის მარცვლები დაფქვამდე დავნაყოთ როდინში, შემდეგ მოვხარშოთ ჩვეულებრივი ყავის მსგავსად და დავამატოთ შაქარი გემოვნებით.