სოკოყვავილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოკოყვავილა (ლათ. Anthurus javanicus (Pers.) G. Cunn. რუს. Цветохвостник яванский)
ნაყოფსხეული – დასაწყისში სფეროსებრი ან კვერცხისებრია, თეთრია, 1,5 სმ დიამეტრისა, შემდეგ გარსი სკდება ნაკვთებად; ფეხს ძირში აქვს მიმაგრებული.
ფეხი – მოკლეა, უჯრედოვანი, ფეხიდან ზემოთ გამოდის 2-3 სმ სიგრძის 3-8 ნაკვთი, რომლებიც წვერში შეერთებულია, რის გამოც ნაყოფსხეულს თითისტარის ფორმა აქვს. ნაკვთები დასაწყისში თეთრია, შემდეგ – მოვარდისფერო-წითელი, ნაკვთების შიგნით მომწვანო ლორწოა განვითარებული.
იზრდება ნიადაგზე სუბტროპიკულ ტყეში, მაგალითად, ბათუმის მიდამოებში და სხვ. საჭმელად უვარგისია. იშვიათი სოკოა.