სონტარული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„სონტარული“ – რაჭული საფერხულო ლექს-სიმღერა. შინაარსით ანალოგიურია იმ ლექსებისა, როგორიცაა „ქვედრულა მოდიდებულა“, „ლიახვმა სთქვა“, „მეჯუდამ სთქვა ავდიდდები“ და სხვ. სონტარულის. პირველი პუბლიკაცია ეკუთვნის გ. მინდელს (1894). ერთი ვარიანტი ჩაუწერია დ. ლენგს ამერიკაში (ფ. არქ.).
ვ. მაცაბერიძე
ლიტერატურა
ჩიქოვანი მ. ამერიკაში შეკრებილი ქართული სიმღერები გაზ. „სამშობლოს ხმა“, 1967, M 24.