ალექსიძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სონღულაშვილი ალექსანდრე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Aleqsandre aleqsiZe.png

ალექსიძე (ნამდვ. გვარი სონღულაშვილი) ალექსი გიორგის ძე (1879 – 28 დეკემბერი, 1934) – პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე, ქართული ქორეოგრაფიის დამსახურებული მოღვაწე.

ბავშვობიდანვე შეუყვარდა ცეკვა: მშობლებმა არაერთ ხელოსანს მიაბარეს ხელობის შესასწავლად, სკოლაშიც შეიყვანეს, მაგრამ სწავლის მაგიერ ალექსი ეზო-ეზო მოსიარულე მოცეკვავე ლეკებს დასდევდა ხოლმე და ლეკურის ფიგურებს სწავლობდა. 1888 წელს, ჯერ კიდევ 9 წლისამ, ქართულ თეატრში თავისი „ლეკურის“ ცეკვით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ დღიდან ალექსი ალექსიძე [ეს გვარი თეატრში ეწოდა] სისტემატურად მუშაობდა ჯერ ქართულ, შემდეგ საოპერო თეატრებში. 1896 წელს, პარიზის დიდ გამოფენაზე ალექსი ალექსიძემ თავისი ცეკვით საერთო აღტაცება გამოიწვია. 1923 წლამდე თეატრს არ მოშორებია და თავისი ცეკვით სასცენო ხელოვნების პოპულარიზაციას ხელს ძლიერ უწყობდა (თეატრში მაყურებელს მრავლად იზიდავდა). თვითმპყრობელობის დროს, როცა ქართული ცეკვა „მოდაში არ იყო“ და ნაკლები გასავალი ჰქონდა, მან საცეკვაო სკოლა გახსნა. ცეკვას ინოჩენცის სკოლაშიც ასწავლიდა.

ალექსანდრე ალექსიძემ, საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგაც, არა ერთი და ორი კარგი მოცეკვავე გამოზარდა. პირველი დამწყები ქართული ცეკვებისა, XIX საუკუნის მიწურულს აღმოსავლურ ცეკვის საუკეთესო მცოდნე − ქართული ქორეოგრაფიის გულშემატკივარი იყო. მისი აზრით „ცეკვა, ხელოვნების ისეთივე დარგია, როგორც პოეზია, მხატვრობა, მუსიკა და სხვ. ჯანმრთელობისათვის დიდათ სასარგებლოა“ („თეატრი და ცხოვრება“, 1924, № 18/21, გვ. 10).

ალექსანდრე ალექსიძე დაჯილდოებული იყო პარიზის გამოფენაზე და ბუხარის ემირისაგან.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. თეატრი და ცხოვრება. – 1916. – № 5; 1919. – № 8; 1924. – № 18; 1925. – № 10;
2. მეგობარი // მუშა. – 1934. – № 300;
3. საბჭოთა ხელოვნება. – 1935. – № 4.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები