სოფელ ჩაფარუხის ზურგიანი კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ ჩაფარუხის ზურგიანი კოშკი - ადრე შუა საუკუნეები - კოშკი სოფლის მიდამოებში დგას. ნაგებია რუხი ფერის, სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. გეგმით მართკუთხა კოშკს ჩრდილოეთიდან ზურგი აქვს. კოშკი შემორჩენილია ექვსი სართულის დონეზე. მეორე სართულის სამხრეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი; კარი ნაოთხალია. დატანებული აქვს საურდულე. კოშკის სამხრეთი კედლის პირველ, მესამე და მეოთხე სართულებზე გაჭრილია სათოფურები. მეხუთე სართულის – სამხრეთ კედელში შესასვლელის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია. მეექვსე სართულის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. კოშკი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა