სოფელ ხეითის მაცხოვრის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთი კედლის ფრაგმენტი

სოფელ ხეითის მაცხოვრის ეკლესია - XVII-XVIII სს. - ეკლესია მდებარეობს დოკაძიანთ უბანში (ადგილი “კოშკები). ძეგლი ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ფასადების კუთხეები თლილი ქვის კვადრებითაა ამოყვანილი. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია ვიწროთაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთით ნიშაა. მისი მოხაზულობის დადგენა დაზიანების გამო შეუძლებელია. კონქი ამოყვანილია ქვის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ქვის კანკელია. ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. გრძივ კედლებს დაბალი ხარისხი მიუყვება. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ სარკმლის სათაურის ქვას შეისრული ფორმა აქვს. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია შემორჩენილი. დაზიანებულია კანკელი, იატაკი, ჩრდილოეთი ფასადი, სამხრეთი სარკმელი.





წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები