სპიკულები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სპიკულები – (spicula; ლათ. spiculum წვეტი), მამრი ნემატოდების სხეულის ბოლოზე კუტიკულური წარმონაქმნები, რომელთაც სპეციალური კუნთების მეშვეობით შეუძლიათ კლოაკიდან გამოწევა და უკან შეწევა. სპიკულების დანიშნულებაა კოპულაციის დროს მდედრის ფიქსაცია და ვაგინის გახსნა, რის შემდეგ მათზე სპერმა ჩამოედინება და მდედრი ინდივიდის სასქესო ორგანოებში ხვდება. სპიკულების რაოდენობა, უმეტესად, ორია.