სტანდენატი ჰაინრიხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰაინრიხ სტანდენატი (შტანდენატი) – (დ. 1913), ავსტრიელი დიპლომატი.
დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა 1947-დას. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტში, ავსტრიის წარმომადგენლობაში ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (1948-55). 1958-62 – წარგზავნილი, ხოლო შემდეგ ავსტრიის ელჩი არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში; 1962-66 – ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების გამგე; 1966-68 – ესპანეთში ავსტრიის ელჩი; 1968-74 – ელჩი არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში (1971 – ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) და შეთავსებით სომალისა და სუდანში, 1974-79 – სსრკ-ში. 1978-დან გადამდგარია.