სტაციონარული მდგომარეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტაციონარული მდგომარეობა – ფიზიკური სისტემის მდგომარეობა, რომლის დროსაც მისი მახასიათებელი ზოგიერთი სიდიდე (რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა) დროის მიხედვით არ იცვლება. მაგალითად, მერხევი სისტემა სტაციონარულ მდგომარეობაშია, თუ რხევის ამპლიტუდა და სიხშირე დროში უცვლელია.
სისტემის მდგომარეობას კვაზისტაციონარულს უწოდებენ, თუ სიდიდეები, რომელთა მუდმივობის დროს იგი იქნებოდა სტაციონარული, სინამდვილეში ნელა იცვლება დროის მიხედვით. ამასთან, სისტემის სხვადასხვა თვისებას შორის თანაფარდობა დაახლოებით ისეთივე რჩება, როგორც სტაციონარულ მდგომარეობაში.