სტივიდორული კვანძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტივიდორული კვანძი - ეს კვანძი, ისევე როგორც “რვიანი”, ბლოკებში და ხვრელებში გამავალი ბაგირების საჩერებლად გამოიყენება. მის შესაკრავად უნდა დავიწყოთ “რვიანის” შეკვრა და წინმავალი ნაწილი გავატაროთ ყულფში ძირითადი ნაწილის გარშემო ორჯერ შემოტარების შემდეგ. ამ კვანძის მოჭიმვისას თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ ძირითად ნაწილზე ნახვევები არ გადაიგრიხოს და არ გაძვრეს ყულფში.
წყარო
ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;