სტილეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სტილეზია − (Stilesia; ამერიკელი მეცნიერის ქ. სტაილზის პატივსაცემად), ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება Avitellinidae-ს ოჯახს, Anoplocephalata-ს ქვერაზმს.
სახეობები:
- Stilesia globipuctata (ლათ. globus სფერო + punctatus პუნქტირებული, წერტილოვანი) – პარაზიტობს ცხვრის, თხის, ძროხეულის წვრილ ნაწლავებში;
- St.hepatica (ლათ. hepaticus ღვიძლის) – პარაზიტობს მცოხნელი ცხოველების ნაღვლის სადინარებში;
- St.vittatus (ლათ. vittatus ზოლიანი) – პარაზიტობს აქლემის, ცხვრისა და თხის ნაღვლის სადინარებში. ბიოჰელმინთები. შუალედური მასპინძელი – ორიბატიდეს ჯგუფის მინდვრის ტკიპები. მცოხნელი ცხოველების სტილეზიოზის აღმძვრელები.