ტანაკას მემორანდუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანაკას მემორანდუმი – საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც 25.VII.1927 იაპონიის იმპერატორს წარედგინა პრემიერ-მინისტრმა და იმავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალმა ტანაკამ და რომელსაც ეწოდებოდა „მემორანდუმი მანჯურიასა და მონღოლეთში პოზიტიური პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“.

მემორანდუმს საფუძვლად დაედო 27.VI-7.VII ტანაკას თავმჯდომარეობით ჩატარებული ე.წ. აღმოსავლეთის კონფერენციის მასალები, რომელშიც მონაწილეობდნენ იაპონიის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო მოხელეები, მანჯურიისა და მონღოლეთის სპეციალისტები, კონფერენციაზე განიხილეს პროგრამა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო იაპონიის „უფლებები და პრივილეგიები“ მანჯურიასა და მონღოლეთში. მემორანდუმის მიხედვით. მსოფლიოში გაბატონებისათვის, იაპონიას თავდაპირველად უნდა დაეპყრო მანჯურია და მონღოლეთი, შემდეგ კი მთელი ჩინეთი. ჩინეთის რესურსების დაპატრონების შემდეგ იაპონიას უნდა დაეპყრო ინდოეთი, სამხრეთის ზღვების ქვეყნები, მცირე და ცენტრალური აზია და ბოლის ევროპა. ბუნებრივია, ასეთ პირობებში, მემორანდუმი ითვალისწინებდა ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც.

მემორანდუმის ტექსტი პირველად 1929 გამოქვეყნდა ჩინურ პრესაში, მაგრამ იგი უარყო იაპონიამ. თუმცა მოვლენათა შემდგომმა მსვლელობამ (იაპონიის მიერ მანჯურიის დაპყრობა, აგრესია ჩინეთისა და მონღოლეთის წინააღმდეგ და ა.შ.) შორეულ აღმოსავლეთში, დაადასტურა მემორანდუმში დასახული გეგმები.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები