ტემპი (მეტყველება)
ტემპი – (იტალ. tempo < ლათ. tempus — დრო), – დრო), მეტყველების ელემენტების წარმოთქმის სისწრაფე. ტემპი მეტყველების ერთ-ერთი მელოდიკური მახასიათებელია. ქართულში ხშირად მეტყველების ტემპი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამონათქვამის სინტაგმებად დაყოფაში. თუ ტემპი აჩქარებულია, სინტაგმათა რაოდენობა ნაკლებია და პირუკუ – შენელებული ტემპის დროს სინტაგმათა რიცხვი იზრდება. ტემპის აჩქარებით შესაძლებელია რთული წინადადება (თანწყობილი ან ქვეწყობილი) ერთ სინტაგმად წარმოითქვას. მეტყველების ტემპი კავშირშია სინტაგმის ლოგიკურ მახვილთან: ის, რაც ნაკლებმნიშვნელოვანია, წარმოითქმის აჩქარებული ტემპით, ხოლო ის, რაზედაც მთქმელი ყურადღებას ამახვილებს – შენელებული ტემპით. ზოგიერთ პოზიციაში (მაგ. წინადადების აბსოლუტურ ბოლოში) სიტყვის ლოგიკური გამოყოფის დომინანტი ხერხია ტემპის შენელება, რასაც თან სდევს ხმოვანთა დაგრძელება,
ქართულ მელოდიკაში სინტაგმის ლოგიკური მახვილი ტემპის შენელებაზეა დამყარებული.
ი. თედორაძე