ტესიტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტესიტურა – (იტალ. tessitura, სიტყვასიტყვ. ქსოვილი, ლათ. tessere – ქსოვილი), სასიმღერო ხმის ან მუსიკალური ინსტრუმენტის ბგერითი დიაპაზონის მონაკვეთი, რომელსაც უკავია განსაზღვრული მაღლივი მდგომარეობა. ტესიტურა უნდა შეესაბამებოდეს მომღერლის ხმის თავისებურებას, ასევე ინსტრუმენტის გამომსახველობას და ტექნიკურ შესაძლებლობებს.