ტექნიკური დავალება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტექნიკური დავალება – საწყისი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც წარმოებს ახალი ნაკეთობების გამოკვლევისა და დაპროექტების პროცესი, ტექნიკური საექსპლუატაციო მოთხოვნების განსაზღვრა. მასში მოცემულია სამუშაოთა წარმოების ეტაპები, ხარისხის მაჩვენებლები და ტექნიკურ-ეკონომიკური მოთხოვნები.