ტეხურის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტეხურის ქუჩა – ქუჩა თბილისში. ვაკე-საბურთალოს რაიონი (საბურთალო); სიმონ ჩიქოვანის ქუჩიდან იყალთოს ქუჩამდე.
წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია 2 ქუჩა, ტეხურისა და ჭაობის. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია მხოლოდ ჭაობის ქუჩა. 40-იან წლებში ჭაობის ქუჩას ტეხურის ქუჩასთან ერთად ტეხურის ქუჩა დაერქვა.
ტეხური. მდინარე დასავლეთ საქართველოში, რიონის მარჯვენა შენაკადი.