ტრალების უკან ხომალდების გაყვანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრალების უკან ხომალდების გაყვანა - ფლოტის ძალების ნაღმსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის ერთ-ერთი ელემენტი. ხორციელდება მტრალავების მეშვეობით, რომლებიც გასაყვანი ხომალდების (გემების) წინ გადაადგილდებიან. ისინი მოძრაობენ ერთეულებად ან წყვილებად. ხომალდები ტრალვის ზოლში კილვატერულ (წყლის ჭავლი, რომელსაც ტოვებს მიმავალი გემი) კოლონაში იმყოფებიან და მანძილი მათ შორის არანაკლებ 0,5 კაბელტოვისაა (92,6 მ).