ტრიოლეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრიოლეტი – რვატაეპიანი ლექსი რომელშიც პირველი ტაეპი მეოთხე და მეშვიდე ტაეპადაც მეორდება ხოლო მეორე ტაეპი – მერვედ. რითმული წყობა კი ამგვარია: abaaabab.


მაგალითად:

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა...
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი,
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
(ვ. გაფრინდაშვილი)


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები