ტრიქომონოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრიქომონოზები – (trichomonosis; აღმძვრელის გვარის დასახელება – trichomonas + ბერძნ. oses დაავადებები), ტრიქომონების მიერ გამოწვეული ცხოველებისა და ადამიანის დაავადებები. მსხვილფეხა მცოხნელ პირუტყვს უზიანდება სასქესო ორგანოები, ვითარდება აბორტი. ტრიქომონოზები გავრცელებულია კერობრივად.