ტყეშელაშვილი სოფიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფიკო ტყეშელაშვილი

ტყეშელაშვილი სოფიკო – (1968), პოეტი და ჟურნალისტი. მისი პოეზია სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია პოეტური კრებულისა „აპრილი“, მისი ლექსები შესულია თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაშიც და მცირე ანთოლოგიაშიც – „დედა ქართულ პოეზიაში“.


შვილს
ჯერ ორივენი უნდა გადავრჩეთ,
საჩემო ვარსკვლავს მაინც ვერ ვსდიე,
ახლა უცდიან, როდის გაგაჩენ,
ლამაზს, ჭკვიანს და ჩემზე ბედნიერს.
ტკივილი ღმერთმა უნდა გაშოროს,
ჩემში, ჩემთან და ჩემით შეფუთვნილს,
ეჰ, ვერ გახვედრებ ისეთ სამშობლოს,
მე რომ მინდა და შენ რომ გეკუთვნის.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები