ურბნისის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ურბნისის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ავლაბარი); ღვინის აღმართიდან ისნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თავდაპირველად – ციხის, შემდეგ მაცხოვრის ქუჩა ერქვა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წლიდან ურბნისის ქუჩა ეწოდა. ქუჩაზე არის ერეკლე II-ის მეუღლის დარეჯანის სასახლის კომპლექსი „საჩინო“ (XVIII ს. გადაკეთებულია XIX საუკუნეში) ციხის გალავნის ნაშთი (XVII ს.).