ურთიერთმოქმედების გეგმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ურთიერთმოქმედების გეგმა – ოპერაციის გეგმის ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს ჯარების (ძალების) ერთობლივი მოქმედებების წესი. ამუშავებს გაერთიანების (შენაერთის) შტაბი თანამოქმედი ჯარების (ძალების), ჯარების (ძალების) გვარეობების, სპეციალური ჯარების შტაბებთან, აგრეთვე შესაბამისი განყოფილებებისა და სამსახურების უფროსებთან ერთად. ურთიერთმოქმედების გეგმა, ჩვეულებრივ, მუშავდება რუკაზე ახსნა-განმარტებითი ბარათით.
ურთიერთმოქმედების გეგმაში აისახება:
- ოპერატიული დაწყობა (საბრძოლო წყობა), ძირითადი ამოცანები, მათი შესრულების თანამიმდევრობა მიმართულებების, ზღუდეების (რაიონების), დროის მიხედვით;
- საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფა, ჯარების (ძალების) მართვის ორგანიზაცია, ორმხრივი ინფორმაციის, შეტყობინების, ამოცნობის, მიზანჩვენების წესი.
გაერთიანებაში ურთიერთმოქმედების გეგმას თან ერთვის საბრძოლო მართვის გრაფიკი ოპერაციის პირველი დღისათვის.