ურო (საჭრელი მანქანა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამჭედლო ურო

უროლითონის ნამზადების სამჭედლო მანქანა, რომელიც მუშაობს ვარდნილი ნაწილის დარტყმის მეშვეობით. არსებობს ურო ჭედვის, მოცულობითი და ფურცლოვანი შტამპვისათვის. ამძრავის მიხედვით ურო არის ორთქლჰაეროვანი, რომელიც მოქმედებს ორთქლის ან შეკუმშული ჰაერისაგან; პნევმატიკური, რომელიც მოქმედებს ჰაერის შეკუმშვა-გაჯერების ხარჯზე; მექანიკური, რომლის მოძრავი ნაწილები მექანიკურად არის დაკავშირებული ძრავთან; ჰიდრავლიკური, რომლებიც მოძრაობაში მოიყვანება მაღალი წნევის სითხის დაწნევითა და სხვ. მუშაობის ხერხის მიხედვით განასხვავებენ მარტივ (ვარდნილი ურიკა) და ორმაგი მოქმედების ურო (უფრო ხშირად გამოიყენება), როდესაც ვარდნილ ნაწილებს დამატებით აჩქარებას ანიჭებენ.

არსებობს ურო შაბოტის გარეშე, რომელსაც აქვს ერთმანეთის შემხვედრად თანაბარი სიჩქარით მოძრავი კინემატიკურად დაკავშირებული კუტი, რის შედეგადაც დარტყმის ენერგია არ გადაეცემა საძირკველს. სულ უფრო მეტ გავრცელებას პოულობს მაღალი სიჩქარის ურო, რომელთა კუტის სიჩქარე აღწევს 25 მ/წმ (ჩვეულებრივ უროს კუტის სიჩქარეა 3-6 მ/წმ); 3. 7,26 კგ წონის სფერული სატყორცნელი სასპორტო იარაღი.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები