ფადლა II
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფადლა II – კახეთის მთავარი (918-929). ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა მეზობელ პოლიტიკურ გაერთიანებებთან. იგი დაეხმარა სომხეთის მეფე აშოტ II-ს ერკათს განმდგარი ვასალის უტის მთავარ მოსეს დამორჩილებაში, ხოლო 925 წელს აფხაზთა მეფეს გიორგი II-ს (922-967) დაემარცხებინა აჯანყებული შვილი კონსტანტი.
ფადლა II აწარმოებდა ფართო აღმშენებლობით საქმიანობას, აგებდა ახალ ციხე-სიმაგრეებს, კერძოდ ააგო ლოწობანის ციხე. საჯთა ახალი შემოსევების შედეგად ქვეყანა მოოხრდა. არაბებმა გადაწვეს მცხეთის ჯვარი და მნიშვნელოვანწილად შეასუსტეს სამთავროს ძლიერება.