ფარავანჰესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფარავანჰესი – ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, ფარავნისა და მტკვრის შეერთების ადგილას, სოფელ ხერთვისთან. სათავე ნაგებობა მოწყობილია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდინარე ფარავანზე, ფარავნის ტბიდან დაახლოებით 56 კმ მანძილზე. აქ მოწყობილია 5 მეტრი სიმაღლის კაშხალი და მცირე (0.5 ჰა) წყლის სარკის მქონე სარეგულაციო წყალსაცავი, რომლიდანაც გაედინება 13.8 კმ-ის სიგრძის სადერივაციო არხი. ჰესის სიმძლავრეა 87 მეგავატი.