ფინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფინა – (Finne; გერმ. მუწუკი, ფერიმჭამელა), ცისტიცერკი. Taeniata-ს ქვერაზმის ზოგიერთი ცესტოდას (Taeniarhynchus saginatus, Taenia solium, T.Hydatigena, T.pisiformis, T.ovis) განვითარების ბუშტოვანი სტადია. ფინები ბუდობენ კუნთებშორის შემაერთებელ ქსოვილში, სეროზულ გარსებზე, შინაგან ორგანოებში. იწვევენ სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ფინოზებს.