ფრიტების გვარი
ფრიტების გვარი – Alburnoides jeitteles 1861
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
სხივფარფლიანი თევზი კობრისებრთა ოჯახიდან. Alburhus-საგან განსხვავდება გლუვი დაუკბილავი ხახის კბილებით. ხახის კბილები უფრო ხშირად 2.5-4.2 ან 2.5-5.2, წვეროები კაკვისებურად მოხრილია და არასდროს ირიბად მოკვეთთლი არ არის. საფქველი სამლაპოტიანია, ლაყუჩის ჩხირები მეჩხერი და მოკლე ან (A. taeniatus) გრძელია. ქერცლი საშუალო ზომის, თხელი, სუსტად ჩამჯდარი და ადვილად ცვენადია გვერდით ხაზზე 39-62 ქერცლია. ზურგზე, ზურგის ფარფლის წინ ღარი არა აქვს, მუცლის ფარფლების უკან ტროპია, რომელიც ანალურ ხვრელამდე ქერცლით დაუფარავია, მაგრამ ზოგჯერ (A. oblongus ) მთელ მანძილზე ქერცლითაა დაფარული, გარდა უკანა განყოფილებისა. ანალურ ფარფლში III 9-18 სხივია.
ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიაში, ჩიდილო ირანსა და შუა აზიაში 4 სახეა გავრცელებული.
საქართველოს ფარგლებში ტიპიური სახე A. bupunctatus არ მოიპოვება. მის ნაცვლად ჩვენში არის მისი ორი ქვესახე. სამხრეთის ფრიტა და აღმოსავლეთის ფრიტა.