ფუგა დისოციაციური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფუგა დისოციაციური - (F44.1), (fugua, dissociative), დისოციაციური ამნეზიის მდგომარეობა, რომელსაც თან სდევს ყოველდღიური, ჩვეული გადაადგილებების ფარგლებს გარეთ მიზანმიმართული მოგზაურობები. გარეშე პირთათვის პაციენტის ქცევა ფუგის პერიოდში, ამნეზიის მიუხედავად, შესაძლოა სრულიად ნორმალურად გამოიყურებოდეს.