ფქვილიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფქვილიო (ლათ. Russula lutea Fr. რუს. Сыроежка золотисто жёлтая)
ქუდი – 5 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ბრტყლად ამოზნექილი, შემდეგ ბრტყელი, წებოვანი ზედაპირით, ყვითელია, ზოგჯერ კიდეებთან ვარდისფერია, ფირფიტები ყვითელია, შემდეგ კი – ჟანგმიწისფერ-ყვითელი.
ფეხი – 2-4 სმ სიგრძისა და 0,6-0,8 სმ სისქისაა, თეთრია.
რბილობი – ფაშარია, თეთრი.
სპორები – ელიფსისებრ-სფეროსებრი, ხორკლიანი ზედაპირით, 8-11X7-9 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი და დამწნილებული.