ფხაკაძე ომარ
ომარ ფხაკაძე — (დ. 12 აგვისტო, 1944, ქუთაისი — გ. 21 მაისი, 1993, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, ველომრბოლელი, ტრეკი, სპრინტი. მსოფლიოს ჩემპიონი (1965), მეორე (1969) და მესამე პრიზიორი (1966), XX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1972, მიუნხენი), XVIII და XIX ოლიმპიადების მონაწილე (1964, ტოკიო მეოთხედ ფინალი; 1968, მეხიკო IV ადგილი). სსრკ ათგზის ჩემპიონი (1963, 64, 6673), ორგზის მეორე (1965, 67 ჰიტი 1000 მ ადგილიდან) და მესამე (1968 გიტი 1000 მ სვლით) პრიზიორი, სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1963-65, 69), გდრის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით 10,69 წმ და 10,61 წმ (1967). სსრკ და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ და საქართველოს სპრინტერთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი (197493), საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-93). გადაღებულია ქართულ ფილმში „ხარება და გოგია”, რომელშიც ასრულებს ერთერთი მთავარი გმირის ხარებას როლს.