ქალტაციობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქალტაციობა – საოხუნჯო სანახაობა ქორწილის თემაზე, ქალთა ორმწკრივი უძველესი საფვერხულო წყობა ანტიფონური ხასიათის სიმღერით, თამაშითა და ცეკვით. დასასრული გახალისებულია მოცეკვავეთა მიერ მწკრივიდან ერთ-ერთი მონაწილის მოტაცებით. გამოირჩევა გამომსახველობითი ფორმების სიუხვით.