ქართული ზამბახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული ზამბახი

ქართული ზამბახი – (Iris iberica Steven.); ოჯახი: ზამბახისებრნი (Iridaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლებს შიგნიდან სიგრძეზე ბანჯგვლიანი ზოლი ჩასდევს, ან მრავალი გაფანტული ბეწვითაა მოფენილი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მომრგვალოა, ქვევით დახრილი, ჩაზნექილი, მკრთალ ყვითელ ფონზე ხშირი მღვრიე წაბლისფერი ზოლებითაა დაქსელილი. ყვავილსაფრის შიგნითა ფოთლები თეთრია ან ოდნავ მოცისფრო, ხშირად მკრთალი სოსანი ძარღვებით დაქსელილი. ფოთლები ლეგაა, ნამგალივით მოღუნული. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში – მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში, სტეპად ქცეულ მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. კავკასიის ენდემია.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები