ქერცლოვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Qerclovana2.PNG

ქერცლოვანა (ლათ. Pholiota squarrossa (Mull.: Fr.) Kumm. რუს.Чешуйчатка ворсистая)

ქუდი – 10 სმ დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ გაშლილი, მოყვითალო-მურა, დაფარულია უფრო მუქი, კუთხოვანი, წაწვეტებული, ზედაპირიდან ოდნავ აწეული, ჯაგრისებრი ქერცლებით, ფირფიტები ჯერ მოყვითალოა, შემდეგ – ჟანგისფერ-ყავისფერი.

ფეხი – 5-12 სმ სიგრძისაა და 1-1,5 სმ სისქისა, ძირისკენ წვრილდება, ქუდის ფერია, დაფარულია ხშირი, ზედაპირიდან აწეული, უფრო მუქი, ჯაგრისებრი, კონცენტრულად განწყობილი ქერცლებით.

რბილობი – მუქი, ბოლოკის სუნითა და გემოთი.

სპორები – ელიფსისებრია, სადა ზედაპირით, ჭუჭყისფერ-ყავისფერი, 6-8X3,5-4 მკმ.

იზრდება ჯგუფებად ცოცხალი ფოთლოვანი, იშვიათად წიწვიანი ხეების გამხმარ და დამპალ მერქანზე, ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები