ქველაძე ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ ქველაძე – დაიბადა 1953 წლის 22 სექტემბერს ქარელის რაიონის დაბა აგარაში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1975).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტიისაგან, აგრარულ საკითხთა კომისიის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ქვეკომისიის თავმჯდომარე, მრეწველობის კომისიის წევრი.