ქვემო უბანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქვემო უბანი – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი; თბილისის ისტორიული უბანი, კალის ნაწილი. შემოსაზღვრულია ახლანდელი კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებითა და სოლოლაკის ქედით. მდებარეობს კალის ცენტრალური არტერიის – კ. აფხაზის ქუჩის მარჯვნივ. სახელი ეწოდა ზემო უბანთან შედარებით ქვემო მდებარეობის გამო. ქვემო უბანის ისტორიული ცენტრია ახლანდელი ვახტანგ გორგასლის მოედანი.